ტრენინგი სკოლის დირექტორებისათვის - „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორებისათვის.

➡️ 2024 წლის 26-28 აპრილს  ჩატარდა ტრენინგ-კურსის მეორე მოდული: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“ ქობულეთის, ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლების არჩეული დირექტორებისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.

➡️ ხულოსა და შუახევის სკოლების დირექტორებისთვის, ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგს ატარებდა განათლების მართვის მიმართულების ტრენერი - მარიზა აბაშიძე.

➡️ ქობულეთის სკოლების დირექტორებისთვის, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის მიმართულების ტრენერი - კახაბერ ჩაკვეტაძე.

➡️ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სასკოლო სასწავლო გეგმისა და საგნობრივი კურიკულუმების შექმნის, განხორციელების, მონიტორინგის/შეფასებისა და რევიზიის პროცესის ფასილიტაცია.

➡️ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაეცნობიან: • ცვლილებებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში; • უცხოეთის გამოცდილებას კურიკულუმების შექმნის მიმართულებით.

➡️ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • სასკოლო სასწავლო გეგმის კომპონენტებისა და სტრუქტურის განსაზღვრას; • სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპების გააზრებას სწავლება-სწავლის ხარისხთან მიმართებით; • კურიკულუმის შემუშავებაში სასკოლო საზოგადოების / დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობის გააზრებას; • საგნობრივი კურიკულუმის კომპონენტების განსაზღვრას;              • სწავლის უნივერსალური დიზაინის არსისა და მნიშვნელობის გააზრებას; • სკოლის დირექტორის როლის განსაზღვრას საგნობრივი კურიკულუმების შექმნის პროცესში; • კურიკულუმის დიზაინის ვარიანტების განხილვას; • კურიკულუმის განვითარების აუცილებლობის გააზრებას და მის მეთოდოლოგიაზე მსჯელობას.

➡️ 27-28 აპრილს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა მიმართულების კოორდინატორი- მაია ზოსიძე.