ბათუმის პედაგოგთა საქალაქო კონფერენცია

ბათუმის რესურსცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის 20 ივნისს, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გაიმართა ბათუმის პედაგოგთა საქალაქო კონფერენცია - „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
მასწავლებელთა კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ბათუმის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე გულნარა ბზიკაძე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, რომელთა მოხსენებები დაყოფილი იყო სექციების მიხედვით.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, საინტერესო და ინოვაციური პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა-გაზიარება.
წარმოდგენილი თემები დამსწრე პედაგოგებთან ერთად მოისმინეს და შეაფასეს დარგის ექსპერტებმა, რომლებსაც მომხსენებლებთან ერთად ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ გადასცა სერტიფიკატები.
ბათუმის პედაგოგთა საქალაქო კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების ფონდი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს ბათუმის საქალაქო საბჭო, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.