CERN - 2025 სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები

✅ 2025 წლის 3 მარტს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირების შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება.
✅ გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული ორგანიზაციის საიტზე.
✅ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი; მადონა ჯაიანი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ედუარდ მიქელაძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე სახელმწიფო ენების (ქართული, აფხაზური), უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების მიმართულებით; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - განათლების ფონდის კოორდინატორი; ანა ლამპარაძე - განათლების ფონდის კოორდინატორი.
✅ კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული:
- თამარ ანანიძე (სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- გულნარა ვერძაძე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- ლევან ქათამაძე (შუახევის მუნიციპალიტეტის სსიპ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- მირანდა ხაჯიშვილი (სსიპ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
✅ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება 2025 წლის 6 – 11 აპრილს.