საინფორმაციო შეხვედრა CERN-2025 კონკურსის გამარჯვებულებთან

➡️ 2025 წლის 19 მარტს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ჩატარდა შეხვედრა ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე წამსვლელ პედაგოგებთან.

➡️ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის განათლები ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის) დირექტორი - სულიკო თებიძე; ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიმართულებით - ლალი ლომთათიძე; ფონდის დირექტორის მოადგილე სახელმწიფო ენების (ქართული, აფხაზური), უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების მიმართულებით - ედუარდ მიქელაძე;  ფონდის კოორდინატორი - სოფო თენიეშვილი და ცერნში ფიზიკის მასწავლებელთა 2025 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები: თამარ ანანიძე (ქ. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა), (დაბა ქედის საჯარო სკოლა), გულნარა ვერძაძე (ხელვაჩაური, სოფელ სალიბაურის N 2  საჯარო სკოლა), ლევან ქათამაძე (შუახევი, სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლა) და მირანდა ხაჯიშვილი (ქ. ქობულეთის N 3  საჯარო სკოლა).

➡️ შეხვედრაზე განიხილეს უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხები. ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე მიესალმა კონკურსში გამარჯვებულებს, ისაუბრა სტაჟირების  მიზნებსა და  მონაწილეთა შემდგომი საქმიანობის შესახებ და უსურვა მათ წარმატებული ვიზიტი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში.

დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტაჟირების დეტალები, გააცნო მათი მოვალეობები და განიხილა საორგანიზაციო საკითხები.

➡️ ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში - ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში სტაჟირება  2025 წლის 6-12 აპრილს განხორციელდება.