პროექტის მონიტორინგი ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში

➡️2025 წლის 20 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნატო ბერძულის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში.

➡️პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი ანა ლორია

➡️პროექტი სახელწოდებით: „რეპორტაჟით სწავლება" ხორციელდება VI კლასში.

მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.