პროექტის მონიტორინგი სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში

➡️2025 წლის 24 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ მანანა კოჩაძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში.

➡️პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი თამარ ძველაია.

➡️პროექტი სახელწოდებით: „ახალი ხედვა-ფანტაზია" ხორციელდება IX კლასში.

მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.