პროექტის მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლაში

➡️2025 წლის 24 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ინგა გეგეშიძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლაში.
➡️პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი: ნინო ტავლალაშვილი.
➡️პროექტი სახელწოდებით: „მწვანე მეწარმეების აღზრდა მდგრადი მომავლისთვის" ხორციელდება X კლასში.
მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.