პროექტის მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლაში

2025 წლის 28 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე მათემატიკის მასწავლებელ მაია დევაძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლაში.
პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი: ეკატერინე თურმანიძე.
პროექტი სახელწოდებით: "გეომეტრიული გარდაქმნები ქართულ ფოლკლორში" ხორციელდება VII კლასში.
მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.