პროექტის მონიტორინგი სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში

2025 წლის 20 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე დაწყებითების მასწავლებელ ლეილა ქათამაძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში.
პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი: ნინო ვაშალომიძე
პროექტი სახელწოდებით: "წაკითხულის გაგება-გააზრება" ხორციელდება II კლასში.
მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს