პროექტის მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში

2025 წლის 28 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე დაწყებითების მასწავლებელ ნათია ცინცაძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში.
პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი: მზია სალაძე.
პროექტი სახელწოდებით: "მედიაწიგნიერება წიგნიერების სადარაჯოზე" ხორციელდება III კლასში.
მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს