საჯარო ლექცია: „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა განათლების სისტემაში“

➡️ 2025 წლის 14-15  აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ჩატარდა  სამართლის დოქტორის, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტის ციფრულ განათლების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, პროფესორ ზვიად გაბისონიას ლექცია ბათუმის სკოლების პედაგოგებისათვის.

➡️ ლექციის თემა იყო: „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა განათლების სისტემაში“. 

➡️ ლექციაზე განხილული საკითხები: სამეცნიერო რევოლუცია და ინდუსტრიული რევოლუციების დაწყება; მსოფლიოს ინდუსტრიული რევოლუციები; ადამიანის ბუნებრივი ნეირონული ქსელი, ხელოვნური ნეირონული ქსელი; ხელოვნური ინტელექტის სახეები: ვიწრო ხელოვნური ინტელექტი - Artificial Narrow Intelligence (ANI), ზოგადი ხელოვნური ინტელექტი - Artificial General Intelligence (AGI), სუპერ ხელოვნური ინტელექტი - Artificial Super Intelligence (ASI); სამართლებრივი გამოწვევები; ელექტრონული დოკუმენტების და ხელმოწერების მარეგულირებელი კანონმდებლობა; ხელოვნური ინტელექტი - მომავლის სამართლის სუბიექტი; ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“:  Chat GPT (3, 4, 4o),  Deep Seek გამოყენება სწავლის და კვლევის პროცესში ციფრული ასისტენტები, ანტიპლაგიატის პროგრამები (Turnitin); ხელოვნური ინტელექტი განათლების და მეცნიერების სფეროში.

➡️ ლექციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმა: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე.

➡️ საჯარო ლექციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის სპეციალისტები; აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციის წევრები; ბათუმის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი -  გოჩა დავითაძე, რესურს ცენტრის თანამშრომლები; ბათუმის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრები და კლასის ხელმძღვანელები სწავლების  თითოეული საფეხურიდან.

➡️ ლექცია საინტერესოდ წარიმართა. დასასრულს პასუხი გაეცა აუდიტორიის შეკითხვებს.