ტრენინგი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეებისათვის - „სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა“

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორების და მოადგილეებისათვის.
✅ 2025 წლის 24-25 მაისს ჩატარდა ტრენინგ-კურსის პირველი მოდული: „სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა“ აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორებისა და მოადგილეებისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.
✅ აჭარის განათლების ფონდში ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, მირანდა გორგოშიძე, კახაბერ ჩაკვეტაძე და თამარ აბულაძე.
✅ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სკოლის სტრატეგიული განვითარების პროცესების ეფექტიანად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.
✅ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრას;
• სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ფორმირების პროცესის ფასილიტაციას;
• სტრატეგიულ მიზნებზე ფოკუსირებული პროექტების ინიცირებას, დანერგვასა და შესრულების ორგანიზებას.
✅ ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ ფონდის კოორდინატორები: მაია ზოსიძე და სოფო თენიეშვილი.