VII მუნიციპალური კონფერენცია დაბა შუახევის საჯაროს სკოლაში

✅ მიმდინარე წლის 31 მაისს შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VII მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით: "სწავლა/სწავლების და განათლების თანამედროვე მიდგომები".
✅ კონფერენციის მიზანი იყო - პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წევრებისა და კლასის დამრიგებლების პროფესიული, პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა. სკოლის და კლასის მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა. ადმინისტრაციის და კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება.
✅ კონფერენცია ჩატარდა - აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.
✅ კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი; აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის მერი - ომარ ტაკიძე; შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე - როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი - ედუარდ გოგრაჭაძე.
✅კონფერენციის სექციური მუშაობა წარიმართა შემდეგი მიმართულებით: ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, უცხოური ენები (ინგლისური ენა; რუსული ენა), სკოლისა და კლასის მართვა.
✅ სექციების მუშაობას მოდერაციას უწევდნენ ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები: მზია სალაძე, ნანა ვარდმანიძე, ლუიზა რევიშვილი, დალი აბურჯანია, ეკა თურმანიძე, როინ ნაკაიძე, გივი კერესელიძე.
✅ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა პედაგოგმა. მათ შორის იყო 64 მომხსენებელი, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.
✅ კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.