პროექტის მონიტორინგი სოფელ მერისის საჯარო სკოლაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მზიური შავაძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლაში.
პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი: ნინო ტავლალაშვილი.
პროექტი სახელწოდებით: „ფერადი გალერეა - მე პროფესიაში“ ხორციელდება XI კლასში.
მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.