აჭარის პედაგოგთა IV რეგიონული კონფერენცია გაიხსნა

22 დეკემბერს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ საღამოს 5 საათზე გაიხსნა აჭარის პედაგოგთა მეოთხე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“. 
კონფერენციის საზეიმო გახსნაზე მონაწილეებს მისალმნენ: 
- ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი 
- ინგა შამილიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი 
- ნატალია ზოიძე - ქ. ბათუმის საკრებულოს წევრი 
- მამუკა თურმანიძე - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი - რუსუდან თევდორაძე. 
მონაწილეთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძე. 
კონფერენციის პროგრამა 18 მიმართულებით პლენარულ და სექციურ მოხსენებებს ითვალისწინებს. აბსტრაქტების კონკურსში მონაწილე 228 პედაგოგიდან 96 მონაწილე შეირჩა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში მოხსენებების პრეზენტაციას გააკეთებენ. 
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ განათლების ექსპერტები, პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები