ტრენერთა ტრენინგი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“

ა (ა) ი პ - ,,აჭარის განათლების ფონდი“-ს  ბათუმის მასწავლებლის სახლი და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი - ,,Save the Children International“-ის საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისი 2015 წლის 2-4 ოქტომბერს ატარებს ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერების შესარჩევ კონკურსის მესამე ეტაპს - ტრენერთა ტრენინგს: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“  (ინკლუზიური განათლების კონტექსტის გათვალისწინებით).
ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერების შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე (ტრენერთა ტრენინგი) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი.
 
მოკლე აღწერა: 
ტრენინგი გულისხმობს 20 საკონტაქტო საათს, ტრენინგის განმავლობაში ტრენერები გაეცნობიან შემდეგ თემატიკას:
- ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში
- სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური)
- ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში
- ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში
- გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვვა ჩატარება, გადაფასება
- განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა.