კონფერენცია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე

2021 წლის 31 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა განვითარების პროგრამის კონფერენცია. პროგრამა მიზნად ისახავს სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგების გადამზადებასა და ბავშვების მომზადების სპეციალური პროგრამების დანერგვას. 
მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  მაია ხაჯიშვილი და  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში  ღასან ხალილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  დავით ბაციკაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული  თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში. 
მომხსენებლებმა წარმოადგინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების პრეზენტაცია.
აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარსდგნენ: მაია ყუფარაძე (გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი)  - „ბავშვზე ორიენტირებული მმართველობა სკოლამდელ განათლებაში“; ანა ჯანელიძე (გაეროს ბავშვთა ფონდი) და  ნაცო ბერიძე-გაბაიძე (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათკების დეპარტამენტის უფროსი) - „პრეზენტაცია UNICEF-სა და აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში 2019-2021 წწ. სკოლამდელი განათლების სფეროში განხორციელებული აქტივობების და შედეგების შესახებ“; თამარ თოლორაია (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის უფროსი) – „სკოლამდელი განათლების ხარისხის მხარდაჭერა - დაგეგმილი ღონისძიებები“; ლალი ლომთათიძე, (აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე) და თინათინ გიორგაძე (აჭარის განათლების ფონდის სკოლამდელი განათლების ტრენერი) – „სკოლამდელი განათლების პროგრამის მოდულებისა და აჭარის რეგიონის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა მიმდინარე ტრენინგების შესახებ“; ნინო ჯიჯავაძე (ადრეული განათლების სპეციალისტი, საპილოტე ბაღების ტრენერი და ქოუჩი) - „ქოუჩინგის პროცესი ხულოსა და ბათუმის საპილოტე საბავშვო ბაღებში, მიღწევები, გამოწვევები, საჭიროებები“
საზეიმო ვითარებაში ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ აჭარის განათლების ფონდის სკოლამდელი განათლების მიმართულების ტრენერებს: მზია სალაძეს, თინათინ გიორგაძეს, ირმა გივრაძეს, ქეთევან კვაჭანტირაძეს და რიტა ნაკაშიძეს.
შესვენების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია: „ფიზიკური გარემოს ცვლილება და საგანმანათლებლო რესურსის განახლება საპილოტე ბაღებში“; „სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა საპილოტე ბაღებში: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები“,  რომელშიც მონაწილეობდნენ ქ. ბათუმისა და ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღზრდელ-მეთოდისტები.