პირველი საერთაშორისო კონფერენცია: ”ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა: გამოწვევები, მიდგომები, ახალი პერსპექტივები ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში”

➡ 2022 წლის 2-3 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომლის თემაა ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა: გამოწვევები, მიდგომები, ახალი პერსპექტივები ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში.

➡ კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მარტი, 18:00 სთ. (საქართველოს დროით).

➡ კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: nalelishvili@unicef.org; ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „თეზისი - ადრეული განათლებისა და ზრუნვის კონფერენცია“.

➡ დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე...⤵️