აჭარის პედაგოგთა მეორე რეგიონული კონფერენცია

2015 წლის 25 – 27 დეკემბერს, სასტუმრო „ოაზისში" ჩატარდა აჭარის პედაგოგთა მეორე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა/სწავლების ახალი ტექნოლოგიები და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”.
კონფერენციის საზეიმო გახსნაზე პედაგოგებს მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის საკითხთა თავმჯდომარე - გიორგი მასალკინი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - სულიკო თებიძე;  აჭარის განათლების ფონდის დირექტორი ირაკლი თავბერიძე; "ბრიტანეთის საბჭო საქართველოში" - დირექტორი ზაზა ფურცელაძე; აჭარის არ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - ხათუნა ნაყეური; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი - რუსუდან თედორაძე.
პლენარული სხდომაზე მოხსენებები წარადგინეს: აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში - ლალი ლომთათიძემ;  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილემ უცხო ენებისა და სხვა პროგრამების სწავლების დარგში - ნატალია მგელაძემ.
პირველი დღის ბოლოს გაიმართა მუსიკალური საღამო.
კონფერენციის მეორე სამუშაო დღე ითვალისწინებდა სექციურ მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: ქართული ენა და ლიტერატურა; განათლების დაწყებითი საფეხური / ხელოვნება / მუსიკა / სპორტი; გეოგრაფია / ისტორია / სამოქალაქო განათლება; უცხოური ენები, მათემატიკა / ფიზიკა, ქიმია / ბიოლოგია; განათლების მართვა /ინკლუზიური განათლება. სექციებში მოხსენებებით წარსდგნენ უფროსი და წამყვანი პედაგოგები.
კონფერენციის მესამე სამუშაო დღეს მოხდა სექციური ჯგუფების მუშაობის შეჯამება, სერტიფიკატების გადაცემა და კონფერენციის დახურვა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული ექსპერტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები.