ქობულეთის მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია

✅ 2022 წლის 27 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ქობულეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ჩატარდა მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია :  ,,მოსწავლეებში საუკეთესო უნარების აღმოჩენა - განვითარება“. 
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ქობულეთის მერის მოადგილე - მინდია რომანაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ჯემალ ბლადაძე, მერიის განათლების, კულტურის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე - ლია შაქარიშვილი, ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი - მადონა გოგიტიძე, აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი)  დირექტორის მოადგილე  - ლალი ლომთათიძე; ქობულეთის მერიის განათლების მთავარი სპეციალისტები ნათია ბოლქვაძე და სულხან ნიჟარაძე. 
✅კონფერენციის მიზანი იყო: 2021-2022 სასწავლო წელს განხორციელებული კომპლექსური დავალებებისა და სასკოლო პროექტების წარმოდგენა; მასწავლებელთა  შორის თანამშრომლობის გაღრმავება - პროფესიული გამოცდილების გაზიარება. 
კონფერენციაში მონაწილეობდა 10 პედაგოგი, რომლებმაც პრეზენტაციების სახით  წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები. ნაშრომები შეაფასეს აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ტრენერებმა - თინათინ გიორგაძემ (ქართული ენა ლიტერატურა), თალიკო ჯაყელმა (საბუნებისმეტყველო საგანთა ბლოკი) და დალი თურმანიძემ (განათლების დაწყებითი საფეხური),   რომლებიც მოდერაციას უწევდნენ კონფერენციის მუშაობას. 
კონფერენციის მონაწილეთათვის დაწესებული იყო 7 ნომინაცია: ერთი საუკეთესო მოხსენება, ორი პირველი ხარისხის მოხსენება, ორი მეორე ხარისხის მოხსენება და ორი მესამე ხარისხის მოხსენება. 
✅ კონფერენციის დასასრულს, ტრენერთა მიერ გამოვლენილ ნომინანტებზე დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გაიცა.