CERN - 2023 სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები

2023 წლის 18 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება.

გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ათმა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული  ორგანიზაციის საიტზე.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ჯემალ სურმანიძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე; ლალი ლომთათიძე - აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - განათლების ფონდის კოორდინატორი; ირმა დავითაძე  - განათლების ფონდის კოორდინატორი.

კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული:

- ბაქარ დუაძე (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)

- ირმა თავართქილაძე (ხულოს მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ქედლების საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)

- ნაირა გოგიტიძე (ქედის მუნიციპალიტეტის სსიპ დაბა ქედის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)

- ჯაბა შაინიძე ( შპს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“).

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება 2023 წლის 26 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით.