დასრულდა ვორქშოფები მათემატიკის მასწავლებელთათვის
➡️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს საგნობრივ ვორქშოფებს პროგრამის - "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებისათვის. ვორქშოფების თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს.
➡️ 2024 წლის 23-24 მარტს ჩატარდა ვორქშოფები მათემატიკის მასწავლებელთათვის. მათი ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 4 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ 23 მარტს ვორქშოპს - სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში “წილადი რიცხვი, რიცხვის ნაწილი, ამოცანები ნაწილზე“. (კლასი - V) ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ეკატერინე თურმანიძე.
➡️ ვორქშოპის მიზანია: წილადი რიცხვის შინაარსი. ამოცანები ნაწილზე. მოსალოდნელი შედეგები: ნაწილებზე ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლება.
➡️ 24 მარტს ვორქშოპს - ,,პროექტული სწავლებისას GeoGebra classroom-ის გამოყენება“
(შეხვედრა ჩატარდა კომპიუტერულ კლასში) ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე.
➡️ ვორქშოპის მიზნებია: პროექტული სწავლებისას სიტუაციის სიმულაციურად წარმოდგენის უნარის განვითარება; იმ უნარების და კომპეტენციების განვითარება, რომლებიც დაეხმარება და წაახალისებს მოსწავლეებს მათემატიკური ცნებების და პროცედურების გააზრებაში; კომპლექსური დავალების განხორციელებისას GeoGebra classroom -ში მუშაობის უნარის განვითარება; მოსწავლეთა იმ უნარების განვითარებისათვის ხელშეწყობა რომლებიც დაკავშირებულია კომპლექსური დავალების შესრულების დროს მათემატიკური შინაარსის მასალის შესასწავლად; ისტ-ით გამდიდრებული აქტივობების შექმნის უნარების განვითარება
➡️ ვორქშოპის მოსალოდნელი შედეგები: მასწავლებლები გაეცნობიან როგორ ხდება GeoGebra classroom-ში აქტივობის შექმნა და მოსწავლეებისთვის მიცემა. შეძლებენ პროექტზე მუშაობის პროცესში დინამიური გეომეტრიის ინსტრუმენტების გამოყენებას. სასწავლო პროცესში დინამიური გეომეტრიის ციფრული საშუალებების გამოყენების უნარის განვითარებას. მონაწილეები დამოუკიდებლად შეასრულებენ კომპლექსურ დავალებას GeoGebra classroom-ში. განივითარებენ ისტ-ით გამდიდრებული აქტივობების შექმნის უნარებს. გაკვეთილებზე გამოიყენებენ ტექნოლოგიებს.
➡️ ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცვნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.
➡️ სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი.