ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ფიზიკის სწავლების პროცესში“

➡️ 2023 წლის 13-14 და 20-21 აპრილს ა(ა)იპ  აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ლაბორატორიაში დაიგეგმა და ჩატარდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდული ფიზიკის მასწავლებელთა მესამე ჯგუფისათვის: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“.

➡️ ტრენინგი განკუთვნილია აჭარის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის უფროსი, წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგის ხანგრძლივობა -  12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, თითო სესია 3 საათი.

➡️ ტრენინგ-კურსს: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ფიზიკის მიმართულების ტრენერი - ქეთევან ბასილაძე.

➡️ ტრენინგ-მოდულის ზოგადი მიზნებია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე, ფიზიკის სწავლებაში გამოსაყენებლად პროგრამირებადი ელექტრონიკის, სენსორების, პროექტების კეთებით და ვირტუალური ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკა.

➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

• ზოგად ფიზიკაში თანამედროვე ტექნოლოგიებით ექსპერიმენტების ჩატარებას, თეორიული ცოდნის სისტემატიზაციას და პრაქტიკაში გამოყენებას;

• სასწავლო პროცესში სხვადასხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენებას;

• ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების უკეთ გააზრებას და სწავლებაში გამოყენებას.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (მინიმუმ 3 სესია).

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგის მონიტორინგს ახორციელებდა მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.