ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამა

                                                                                                                                               

 

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი გთავაზობთ  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ონლაინ ტრენინგ-კურსს.

სკოლამდელი განათლების პროგრამის მიზანია: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება. დაადგინოს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს  უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის.

ტრენინგ-პროგრამის საკითხებია: აღმზრდელ-პედაგოგის დარგობრივი ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევები, ღირებულებები და პროფესიული ეთიკა, რათა შეძლოს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კარგად დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება. როგორ უნდა უზრუნველყოს აღმზრდელ-პედაგოგმა ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ბავშვთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობა.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“

„ბავშვის განვითარება“

„ბავშვზე დაკვირვება“

„საგანმანათლებლო გარემო“

„საგანმანათლებლო პროცესი და მეთოდოლოგია“

„ოჯახთან თანამშრომლობა“