მასწავლებლთა პროფესიული განვითარების პროგრამა

პროგრამის მიზანი:
განათლების სისტემაში დასაქმებული პროფესიული კადრების მაღალკვალიფიციურობისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი:
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ განათლების სისტემაში დასაქმებული პირები:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
სპეციალური მასწავლებელი
შეფასების ჯგუფის წევრი
სკოლის ადმინისტრაცია
სკოლის პერსონალი
მონიტორი
პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი და მოსწავლე.
პროგრამის განხორციელების სტრატეგია:
პროგრამის ფარგლებში დასახული შედეგების მისაღწევად ხორციელდება შემდეგი ტიპის საქმიანობები:
ტრენინგ-მოდულების შემუშავება და მასწავლებელთა მომზადება;
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებები;
ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, მასტერ კლასების, უცხოეთში სტაჟირების, კონფერენციების და სხვა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.

ტრენინგი

სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი

მასტერკლასი

სემინარი

პრეზენტაცია

კონფერენცია

შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა ტრენერებთან

ტრენერთა ტრენინგი

სტაჟირება