ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება
ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გთავაზობთ განახლებულ ტრენინგ-მოდულს:"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით".
ტრენინგ- მოდულის მომწოდებელია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“. ტრენინგ-მოდულის ავტორები: რუსუდან ლორთქიფანიძე, ნინო რუხაძე,
მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა ტრენერთა შერჩევა, TOT -ის (ტრენერთა ტრენინგი) ჩატარება და ტრენინგ-კურსის გადმოცემა აჭარის განათლების ფონდისათვის.
კურსის მთავარი მიზანია ბავშვების, მათი ოჯახების და საზოგადოების განათლებით გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ბავშვებისათვის, სწავლების ინოვაციური და მდგრადი მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირებას.
აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ეტაპობრივად გეგმავს ტრენინგების ჩატარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის.
პროგრამის სანახავად იხილეთ ბმული.....
ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება