კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა

     აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან სკოლებში კლას-კომპლექტში 1 117 მასწავლებელი ასწავლის. აღნიშნული სკოლების პედაგოგების მხრიდან მუდმივად არის მოთხოვნა კლას-კომპლექტში სწავლების შესახებ ტრენინგების ჩატარების თაობაზე, რადგან მათ არასოდეს მსგავსი სწავლება არ გაუვლიათ. 

     ტრენინგ-კურსზე - „კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა“, რომელიც მოიცავს 20 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს (ოთხი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) მონაწილეები გაეცნობიან და მიმოიხილავენ კლას-კომპლექტების თავისებურებებს, კლასის ორგანიზების ფორმებს, სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკას; გაკვეთილის დაგეგმვას, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებს, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკას.

კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა

 

ონლაინ აპლიკაციის ფორმა...