პარტნიორები და პროექტები

პარტნიორები:

TIKA - თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო http://www.tika.gov.tr/en
 
 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  http://www.tpdc.ge/ 
 
 BRITISH COUNCIL - საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კულტურულ ურთიერთობათა  ხელშეწყობის  ბრიტანული საერთაშორისო  ორგანიზაცია  http://www.britishcouncil.ge/
  SAVE THE CHILDREN IN GEORGIA - უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი

       https://www.facebook.com/pages/Save-the-Children-in-Georgia/254486791322784?fref=ts

   "SAVE THE CHILDREN INTERNATIONAL"-ის საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისი  

       http://www.savethechildren.org/site/c.8rKLIXMGIpI4E/b.6153127/k.BEDB/Georgia.htm

 

პროექტები:
 TIKA - თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო
 
2012 წელს  ა (ა) ი პ “განათლების ფონდის” შენობის რეაბილიტაცია განახორციელა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ  (TIKA).
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან (TIKA) ოფიციალურად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.   
დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა  სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. 
TIKA– მ  აჭარის განათლების ფონდს უსასყიდლოდ გადმოსცა სამი  ინტერაქტიული დაფა (smart board). 
 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი   

 

2013 წლის 20 აგვისტოს ბათუმში  მასწავლებელთა სახლის ფუნქციონირების შესახებ გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდსა“  და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის. დოკუმენტი ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობას, ტრენინგ-მოდულების შემუშავებასა და ცენტრის შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფას.

ბათუმის მასწავლებლის სახლის შინაარსობრივ მხარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმართავს, კერძოდ:

•უზრუნველყოფს შერჩეული ტრენერების მომზადებასა და პროფესიული განვითარებას;

•ხელს შეუწყობს ტრენერების თანამშრომლობას ცენტრში დასაქმებულ შესაბამისი საგნის კონსულტანტებთან;

•ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების ჩასატარებლად ცენტრი უზრუნველყოფს მის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულების მიწოდებას ტრენერებისათვის;

•რეგულარულად მიაწვდის ფონდს ცენტრის პერიოდული გამოცემების რამდენიმე ეგზემპლარს;

•საჭიროების შემთხვევაში,  ფონდის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში ჩართვებიან ცენტრის თანამშრომლები და სხვა.

ეროვნული ცენტრის მემორანდუმი 2013

 

2015 წლის 13 ნოემბერს ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 20 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდსა“  და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული  სამმხრივი მემორანდუმი.
2015 წლის 13 ნოემბერს ორ მხარეს შორის  - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
 
 
BRITISH COUNCIL - საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კულტურულ ურთიერთობათა ხელშეწყობის ბრიტანული საერთაშორისო  ორგანიზაცია
 
BRITISH COUNCIL –თან დაიგეგმა ორი ერთობლივი პროექტის განხორციელება: 
1.“ ზრდასრულთა სწავლებაზე ორიენტირებული პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური კურსი აჭარის განათლების ფონდის ინგლისური ენის მასწავლებელთათვის“
პროექტი ითვალისწინებდა „აჭარის განათლების ფონდის“ ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადებას მათ მიერ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის უფრო ეფექტურად სწავლების მიზნით
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდა აჭარის განათლების ფონდის პედაგოგთა საჭიროებების კვლევა. ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტი შეხვდა პროექტის ფოკუს ჯგუფს. შეხვედრის დროს მოხდა აზრთა გაზიარება პედაგოგთა პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ. აჭარის განათლების პედაგოგებმა შეავსეს ექპერტის მიერ მომზადებული სპეციალური კითხვარი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი ასევე დაესწრო გაკვეთილებს აჭარის განათლების ფონდში. 
პედაგოგთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით და ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტებმა ჯონ დიესმა და ტიმ ჰეიზელმა მოამზადეს და ჩაატარეს 5 დღიანი (სულ 35 სთ) სატრეინინგო პროგრამა „ზრდასრულთა სწავლებაზე ორიენტირებული მეთოდურ-პრაქტიკული კურსი აჭარის განათლების ფონდის ინგლისური ენის პედაგოგებისათვის.“ 
ტრენინგი მიმდინარეობდა 2014 წლის 6-10 დეკემბერს.  საერთო ჯამში ჩატარდა 15 თეორიული სესია, ხოლო 10 საათი დაეთმო მიკრო-პრაქტიკულ სწავლებას. ტრენინგი გაიარა „აჭარის განათლების ფონდის“ 27 პედაგოგმა. 
ტრენინგის მონაწილეებს დასრულების შემდეგ გადაეცათ სერტიფიკატები.
 
2.  “სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში”.
ამ ეტაპზე შეირჩა 11 კვალიფიციური ტრენერი, რომელთაც პროგრამის დასაწყისში გაირეს ტრენერთა დახელოვნების კურსები. 
ბათუმის 25 სკოლიდან შეირჩევა 50 პედაგოგი (სკოლიდან 2 პედაგოგი). 
ყველა პედაგოგი გაივლის ბრიტანეთის საბჭოს სამი სახის  სატრენინგო კურსს:
I - მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესება.
II - მოსწავლეთა კომუნიკაციური შეფასების წარმოების  უნარ-ჩვევების განვითარება (online)
III  - საგაკვეთილო პროცესის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება.
 
 

 Save the Children in Georgia/ "გადავარჩინოთ ბავშვები“

უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი
 
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს  „აჭარის განათლების ფონდსა“ და უცხოურ არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს „Save the Children in Georgia/გადავარჩინოთ ბავშვებს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უსაფრთხო გარემოს შექმნის, სწავლების ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობის საკითხებზე. მემორანდუმი გულისხმობს ტრენერთა კონკურსის ორგანიზებას და ტრენერების შერჩევას, ტრენერთა ტრენინგის ჩატარებასა და ტრენინგ-კურსის ,,კატასტროფების რისკის შემცირება და კლიმატის ცვლილებები“  გადმოცემას „აჭარის განათლების ფონდისათვის“.  
კურსის მთავარი მიზანია ბავშვების, მათი ოჯახების და საზოგადოების განათლებით გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ბავშვებისათვის, სწავლების ინოვაციური და მდგრადი მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირებას. შემდგომში „აჭარის განათლების ფონდი“ გეგმავს  ტრენინგების ჩატარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის.