საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაციის გაცნობის და ასლების გამოთხოვის უფლება აქვს ყველას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არა უგვიანეს 10 დღისა.
საჯარო ინფორმაციის ასლის გამოთხოვის შემთხვევაში გამომთხოვნ პირს ეკისრება მოსაკრებლის გადახდა ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პრაქტიკულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი: მინდია ნაკაშიძე
ტელეფონის ნომერი: (+995) 577-78-37-37; (422) 24-84-80
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@aef.ge