ქ. ვროცლავში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები

➡️ 2025 წლის 9 ივლისს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მიმართულების საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.

➡️ გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ  23 კანდიდატს, რომლებმაც  გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატების შეფასების თემატიკა და   კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო  ორგანიზაციის საიტზე.

➡️ საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; შუშანა სურმანიძე - აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს  განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების უფროსი; ლუიზა რევიშვილი - განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის გეოგრაფიის ტრენერი; ინგა მოსიძე - განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერი; კახაბერ ჩაკვეტაძე - განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ისტორიის ტრენერი; სოფიკო თენიეშვილი - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.

➡️ კონკურსის მეორე ეტაპზე  სამ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებული: 

სამოქალაქო განათლება:

- ნინო ტავლალაშვილი (სსიპ ბათუმის №4 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)

- თამარ სურმანიძე (ბათუმის სსიპ №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)

- მზიური შავაძე (სსიპ დაბა ქედის  საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)

- ქეთევან სურმანიძე (ხელვაჩაურის სსიპ მახოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)

გეოგრაფია:

- ანა ანუშიძე (სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)

- ნინო ვაშალომიძე (სსიპ ბათუმის N11 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)

- ნარგიზ ქათამაძე (სსიპ ბათუმის N6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)

ისტორია:

- გურამ დუმბაძე (ქედის სსიპ უჩხითის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)

- ირმა რიონიძე (ქობულეთის სსიპ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)

- დალი შავაძე (ხულოს სსიპ ძირკვაძეების საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)

➡️ პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება  განხორციელდება მიმდინარე წლის 12-19 ოქტომბერს.

მასწავლებელთა  სტაჟირების  დაფინანსდება  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდისა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და მიმღები პოლონური მხარის მიერ.