ბათუმისა და ქობულეთის სკოლის პერსონალის სერტიფიკატებით დაჯილდოება

2016 წლის 12 ივლისს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში სერტფიკატები გადაეცათ ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლების საქმისმწარმობლებსა და ბიბლიოთეკარებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ ეროვნული ცენტრის ტრენინგ-კურსები.
კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატები მიიღეს:
ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლების 13 საქმისმწარმოებელმა და 13 ბიბლიოთეკარმა; ქობულეთის საჯარო სკოლების 11 საქმისმწარმოებელმა და 14 ბიბლიოთეკარმა.
საზეიმო ვითარებაში მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - გიორგი თავამაიშვილმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ - სულიკო თებიძემ, აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორმა - ირაკლი თავბერიძემ და აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ.
ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობოდა.
საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 3 მოდული: 
• სკოლის საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება) - 8 სთ.
• მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება - 4 სთ.
• ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი - 4 სთ.
საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 2 მოდული: 
• ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან - 8 სთ.
• საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა - 4 სთ.
აჭარის არ საჯარო და კერძო სკოლების საქმისმწარმოებლებსა და ბიბლიოთეკარებს არასოდეს გაუვლიათ პროფესიული განვითარების ტრენინგები. ამიტომაც მათი პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.