აჭარის განათლების ფონდში ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
2014 წლის 22 აგვისტოს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე აჭარის განათლების ფონდის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
აჭარის განათლების ფონდმა უცხო ენების, კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითრების მიმართულებით გაწეული მუშაობისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის პრეზენტაციას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და რესუსრცენტრების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.