განახლებული მოდულის ტრენერთა ტრენინგი
2016 წლის 14 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში გაიმართა ტრენინგ-მოდულის “ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ ტრენერთა ტრენინგი. ტრენერთა ტრენინგი დაგეგმა და განახორციელა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ “Save the Children” („გადავარჩინოთ ბავშვები“), რომელმაც 2015-16 წ.წ. ბათუმის მასწავლებლის სახლს საპილოტედ გადმოსცა ეს ტრენინგ-მოდული და გადაამზადა ტრენერები. ბათუმის მასწავლებლის სახლმა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაგრგმა და ჩაატარა ტრენინგები და ჯამში გადაამზადა 26 საჯარო და 1 კერძო სკოლის 521 პედაგოგი. ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა მოდულის ავტორმა - ნინო რუხაძემ, რომელმაც ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერებს გააცნო მოდულთან დაკავშირებული სიახლეები. მიმდინარე წელს ტრენინგ-მოდულმა აკრედიტაცია გაიარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა: -შეიცვალა მისი დასახელება: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’; -დაემატა აქტივობა: ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში; -გაიზარდა ტრენინგ- მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 21 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო. სულ 26 საათი, რაც წარმოადგენს 1 ECTS. ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი, ლუიზა რევიშვილი, ნანა ვარდმანიძე. მზია სალაძე, თამარ გოგიშვილი, ხათუნა ლორთქიფანიძე და შორენა დოლიძე. ასევე მოდულში სიახლეებს გაეცვნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და პროექტის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.