ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის სწავლების საკითხებზე

2016 წლის 13 ნოემბერს აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში ორგანიზაცია „ბათომის“ მოწვევით ჩატარდა ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის სწავლების საკითხებზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს;
1. კულტურული მემკვიდრეობის სწავლება:
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სწავლების აუცილებლობა; საგანმანათლებლო სტანდარტი და ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა.
2. კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საგანამანათლებლო რესურსების მიმოხილვა; კულტურული მრავალფეროვნებისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სწავლება და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მისი მისადაგება.
დამხმარე სახელმძღვანელოს - “კულტურული მემკვიდრების ძეგლებისა და ისტორიული მემკვიდრეობის ქალაქების დაცვა“ პრეზენტაცია 2015 წელს შედგა აჭარის განათლების სამინისტროში! 
დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა დაფინანსებულია ევროკავშირისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისათვის საქართველოში (2014 წ.). აღნიშნული სახელმძღვანელო დაურიგდა აჭარის ყველა საჯარო სკოლას.
ვორქშოფს უძღვებოდნენ თბილისიდან მოწვეული ტრენერები: საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა ციხისთავი და საერთაშორისო ორგანიზაცია „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე და ორგანიზაცია „ბათომის“ ხელმძღვანელი - ნინო ინაიშვილი. 
ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების კოორდინატორმა - გიული მიქელაძემ, ისტორიის, სამოქალაქო განათლების და დაწყებითი განათლების ტრენერებმა: პირიმზე რურუამ. კახა ჩაკვეტაძემ, ნიკა იმედაიშვილმა, ნინო ტავლალაშვილმა, თამარ ჯანელიძემ და და მზია სალაძემ; ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენელმა - ლალი ცეცხლაძემ, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა.