აჭარის პედაგოგთა III რეგიონული კონფერენციის გახსნა

2016 წლის 23-25 დეკემბერს ქობულეთში, სასტუმრო "ჯორჯია პალასში" საზეიმოდ გაიხსნა აჭარის პედაგოგთა III რეგიონულ კონფერენცია: „სწავლების საუკეთესო პრაქტიკა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”. კონფერენციის მიზანი იყო:  მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.  სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის აცილების სწავლების გამოცდილების გაზიარება  განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება და პოპულარიზაცია განათლების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კონფერენციის მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში - დირექტორის ზაზა ფურცელაძე,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი - რუსუდან თედორაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე - მამუკა თურმანიძე. საანგარიშო მოხსენებები წარმოადგინეს: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძემ და ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილემ უცხო ენებისა და სხვა პროგრამების სწავლების დარგში ნატალია მგელაძემ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებელთა პრიფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები.