აჭარის პედაგოგთა III რეგიონული კონფერენცია (II, III დღე)

სექციური მუშაობა - 24-25.12.2016 წ.

აჭარის პედაგოგთა მესამე რეგიონულ კონფერენციაში: „სწავლების საუკეთესო პრაქტიკა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები” მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები. კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა სექციურ მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: - ქართული ენა და ლიტერატურა - განათლების დაწყებითი საფეხური / ხელოვნება / მუსიკა / სპორტი - გეოგრაფია / ისტორია / სამოქალაქო განათლება/ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - უცხოური ენები - მათემატიკა / ფიზიკა - ქიმია / ბიოლოგია - განათლების მართვა /ინკლუზიური განათლება მოხსენებებს შორის მიმდინარეობდა 5 წუთიანი განხილვა.