ხელვაჩაურის სკოლების პერსონალის სერტიფიკატებით დაჯილდოება

2017 წლის 12 იანვარს ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში სერტიფიკატები გადაეცათ ხელვაჩაურის საჯარო სკოლების იმ საქმისმწარმობლებსა და ბიბლიოთეკარებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსები. კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატები მიიღეს - ხელვაჩაურის საჯარო სკოლების 12 საქმისმწარმოებელმა და 14 ბიბლიოთეკარმა. საზეიმო ვითარებაში მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს: აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ და ხელვაჩაურის საგნამანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ. განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სისტემაში ყველა დონეზე ჩართული ადამიანური რესურსების განვითარებაა. ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობოდა. საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 3 მოდული: • სკოლის საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება) - 8 სთ. • მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება - 4 სთ. • ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი - 4 სთ. საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 2 მოდული: • ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან - 8 სთ. • საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა - 4 სთ. დაჯილდოებას ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები: ირმა მახარაძე, გიული მიქელაძე და ხელვაჩაურის რესურს ცენტრის სპეციალისტი თამარ ჩოხარაძე. აჭარის არ საჯარო სკოლების საქმისმწარმოებლებისა და ბიბლიოთეკარების პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.