ხანდაზმულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
2014 წლის 10 ოქტომბერს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და აჭარის განათლების ფონდის დირექტორი ირაკლი თავბერიძე ქ.ბათუმის 27 საჯარო სკოლის ხანდაზმულ პედაგოგებს შეხვდნენ და მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.შეხვედრაზე პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის. პედაგოგებს მისალოცები, წიგნები და ყვავილები გადასცეს.
ღონისძიება მასწავლებელთა კვირეულის ფარგლებში განათლების ფონდში აჭარის ა.რ. განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართა .