სკოლის საქმისმწარმოებელთა ტრენინგები ქედასა და ქობულეთში

მიმდინარე წლის 19 მარტს ქედასა და ქობულეთში დასრულდა სკოლის საქმისმწარმოებელთა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელსაც სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმი მასწავლებლის სახლი. საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს სამი მოდული: 1. „სკოლის საქმისწარმოება“ - კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება, 8 სთ. განსახილველი საკითხები: სკოლაში წარმოებულ კორესონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი. 2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, 4 სთ. განსახილველი საკითხები: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები. 3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, 4 სთ. განსახილველი საკითხები: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა. ტრენინგები მიმდინარეობდა ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში და დაბა ქედის საჯარო სკოლაში. მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი სერტიფიკატს მიღებენ. ქობულეთში ტრენინგებს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მაია მამისეიშვილი და ლიკა მკურნალიძე. ხოლო ქედაში ტრენინგებს ატარებდნენ: თამთა კვარაცხელია და შუშანა სურმანიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.