წიგნის „სამართლის ქალაქი“ პრეზენტაცია ბათუმის მასწავლებლის სახლში

2014 წლის 14 ნოემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „სამართლის ქალაქი“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია ჩაატარეს  საიას იურიდიული განათლების ფონდის დირექტორმა თამარ მეტრეველმა და საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ტავლალაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და „ბათუმის მასწავლებლის სახლის“ სამოქალაქო განათლების ტრენერები.
დასასრულს, პრეზენტაციის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ დამხმარე სახელმძღვანელოს თითო ეგზემპლარი.
 
წიგნში მკითხველი მოგზაურობს წარმოსახვით ქალაქში - „სამართლის ქალაქში“, იქ, სადაც ყოფით ურთიერთობებს სამართლის კუთხით განიხილავენ და სადაც ყოველთვის გაგვცემენ სწორ პასუხს: რა არის სამართლიანი და რა - არა. 
წიგნში განხილული სიტუაციები და მათზე პასუხები იძლევიან საკმარის ცოდნას იმისათვის, რომ თქვენ, როგორც მოქალაქეებმა, დაიცვათ თქვენი უფლებები, არ შელახოთ სხვებისა და ამით ააშენოთ თქვენი „სამართლის ქალაქი“.
 
ავტორები:
თორნიკე დარჯანია (კაზუსები)
კობა ყალიჩავა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევები)
კახა წიქარიშვილი (სისხლის სამართალი)
ანა ხარაიშვილი (სამოქალაქო სამართალი)
გიორგი გობრონიძე (სკოლის დისციპლინა)
 
გამომცემელი:
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
გერმანიის საერთაშიროსი თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)