მასტერ-კლასები მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგებისათვის

2017 წლის 13-14 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა მასტერ კლასები მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგებისათვის. მასტერ-კლასები ჩაატარეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა რუსუდან თაყაიშვილმა და ირინე ჯორჯაძემ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დაგეგმვის ხელშეწყობა/მხარდაჭერა მათივე საჭიროებებზე (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული) დაყრდნობით. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა პედაგოგთა სხვადასხვა საჭიროება, რომელთა გათვალისწინებით დაიგეგმა მასტერკლასები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მუსიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისათვის. მუსიკის მასტერკლასი ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა რუსუდან თაყაიშვილმა. მასტერ კლასის შედეგად: • მასწავლებლები გაეცვნენ მუსიკის სწავლების არსებულ ტენდენციებს სხვადასხვა სასწავლო გეგმისა და სისტემის მაგალითზე • წარუძღვნენ და მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურ-შემოქმედებით პროცესში • ჩაატარეს და შეაფასეს აქტივობები მრავალგვარი ინტელექტის თეორიის, სწავლის სტილის, ეთიკის ნორმების გათვალისწინებით. მასტერკლასი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა ირინე ჯორჯაძემ. „თანამედროვე ხელოვნება და სწავლების სტრატეგიები“. მასტერკლასის შედეგად: მასწავლებლები გაეცვნენ ახალი და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა სტილსა და მხატვრულ სტრატეგიებს, მათი გამოყენების გზებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე; ინტერდისციპლინარულ მიდგომას, ამ მიდგომის გამოყენებას ინტეგრირებული გაკვეთილის დასაგეგმად; ინტერაქტიული მეთოდებისა და კონსტუქტივისტული მიდგომის გათვალისწინებით შექმნილ აქტივობებს, როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურზე. მასტერკლასები წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. მათ დაურიგდათ სამუშაო ფურცლები. მასტერ-კლასის ხანგრძლივობა არის 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა - 25 მსმენელით. მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი: ირმა მახარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.