ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის

ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტრენინგები. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. ამ ეტაპზე (1-6 ივლისი) მიმდინარეობს შემდეგი ტრენინგები: ბათუმი: დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი - ტრენ. ნ. მალაზონია/ მ. სალაძე; დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი - ტრენ. დ. თურმანიძე/ ნ. ვაშალომიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI კლ.) - ტრენ. რ. ნადარეიშვილი; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (I-VI კლ.) - ტრენ. ე. თურმანიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სამოქალაქო განათლებაში - ტრენ. ნ. ტავლალაშვილი. ქობულეთი: პროფესიული უნარები - ტრენ. მ. გორგოშიძე. ხულო: პროფესიული უნარები - ტრენ. ნ. ფხალაძე. ბათუმში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში მონიტორინგს ახორციელებდა მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.