აჭარის პედაგოგთა IV რეგიონული კონფერენცია

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს აჭარის პედაგოგთა IV რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას!
კონფერენცია სახელწოდებით:  „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები” გაიმართება 2017 წლის 22-24 დეკემბერს.
კონფერენციის მიზანი: 
მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება
სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება
სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება 
განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება.
 
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
2011-2016 წ.წ. ეროვნული სასწავლო გეგმით (მოქმედი რედაქცია)  განსაზღვრული საგნობრივი პროგრამები. 
ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების  სწავლების გამოცდილება;
ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
განათლების მართვის აქტუალური საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება  შეუძლია:
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს, აგრეთვე სკოლის სპეც. მასწავლებლებს;
სკოლის ადმინისტრაციის  და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს. 
კონფერენციის  მონაწილეებს გადაეცემათ  სერტიფიკატები, რომლის საფუძველზეც მოხდება სკოლის შიდა  შეფასების ჯგუფის მიერ შესაბამისი კრედიტ-ქულის მინიჭება.
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს მომხსენებლის  მიერ 2016-2017 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობა/აქტივობებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ  მოხსენებები ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართებზე  მოთხოვნილი ფორმატის შესაბამისად მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით.