კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები ბათუმის სკოლებში

2017 წლის 7-8 და14-15 ოქტომბერს ქალაქ ბათუმის სამ საჯარო სკოლაში (№3, №5, №22) აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ეგიდით მიმდინარეობდა ტრენინგი: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით".

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს გაეცვნენ. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაცია სკოლებმა იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთეს.

ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: ლუიზა რევიშვილი (№3 საჯარო სკოლა); ნინო ტავლალაშვილი (№5 საჯარო სკოლა); მზია სალაძე (№22 საჯარო სკოლა).

სკოლებში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. ტრენინგების პერიოდში მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.