ქიმიის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

„ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული ამოხსნებით“ , - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია დღეს ბათუმის მასწავლებელთა სახლში გაიმართა. ქიმიის ახალი სახელმძღვანელო, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე იმ პედაგოგებისთვისაა გათვალისწინებული, რომლებმაც სასერთიფიკატო ტესტირება უნდა გაიარონ. წიგნის ავტორი ქიმიის პედაგოგი ნუკრი კობახიძეა. დღესვე ბათუმის მასწავლებელთა სახლში ქართული ენისა და დაწყებითი საფეხურების პედაგოგებისთვის სამოდელო გაკვეთილების ჩვენებაც დაიწყო, რომლის შემდგომ პედაგოგებმა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით საჩვენებელი გაკვეთილები უნდა ჩაატარონ.
 
სამოდელო გაკვეთილების ჩვენება ყველა საგანშია დაგეგმილი.