ხულოს სკოლების შეფასების ჯგუფებისათვის ტრენინგები დასრულდა

ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის" ტრენინგ-მოდულებს სქემაში ჩართული ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და შეფასების ჯგუფის წევრებისათვის. 2017 წლის 2-3 დეკემბერს ტრენინგები დაიგეგმა ბათუმის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებისათვის. სქემაში ჩართული აჭარის საჯარო და კერძო სკოლების შეფასების ჯგუფის წევრებისათვის ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ქ. ბასილაძე, ნ. თავდგირიძე, თ. კვაჭაძე - ბათუმის მასწავლებლის სახლი; ი. კუპრაძე, კ. ჩაკვეტაძე, მ. გორგოშიძე - ქ. ქობულეთი მე-6 საჯარო სკოლა; ნ. ვაშალომიძე, რ. შავაძე, ნ. იმედაიშვილი, გ. პაქსაძე - დაბა ხულოს საჯარო სკოლა. ტრენინგზე - "საგაკვეთილო დაკვირვება" მონაწილეები გაეცვნენ საგაკვეთილო დაკვირვების მიზნებს, მათი წარმართვის ძირითად პრინციპებს და შეფასების ჯგუფის როლს ამ პროცესებში; გააცნობიერეს განმავითარებელი უკუკავშირის მნიშვნელობას; გაეცვნენ იმ ძირითად წესებს, რაც უნდა დაიცვას როგორც უკუკავშირის გაცემა, ასევე მიმღებმა, რათა შეძლოს განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის გაცემა. მონაწილეები ასევე გაეცვნენ გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს; რის შემდეგაც ისინი შეძლებენ თემატური და გაკვეთილის გეგმების შეფასებას; შეძლებენ საგაკვეთილო დაკვირვების მთელი პროცესის შეფასებას შეფასების სქემებზე დაყრდნობით და კოლეგისთვის განმავითარებელი კომენტარების გაცემას. ბათუმში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში ტრენინგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. ბათუმში ტრენინგებს კოორდინირებას უწევდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - გიული მიქელაძე. ამით დასრულდა ტრენინგ-მოდულის - „საგაკვეთილო დაკვირვება“ განხორციელება ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების შეფასების ჯგუფის წევრებისათვს. 2018 წლიდან მოდული ეტაპობრივად დაიგეგმება ბათუმისა და მუნიციპალიტეტების სხვა დანარჩენი სკოლების შეფასების ჯგუფის წევრებისათვის.