კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები ხელვაჩაურის სკოლებში

2018 წლის 17-18 და 24-25 თებერვალს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ეგიდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში (დაბა მახინჯაური, სოფელი კაპრეშუმი, სოფელი ჭარნალი) დაიგეგმა ტრენინგი: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით".

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს.

ტრენინგის საკითხებია: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.

ტრენინგებს წყვილებში ატარებენ ტრენერები: ლუიზა რევიშვილი/ხათუნა ლორთქიფანიძე (დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა); ნინო ტავლალაშვილი/შორენა დოლიძე (სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა); თამარ გოგიშვილი/მზია სალაძე (სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა).

18 თებერვალს სკოლებში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.