CERN-ში სტაჟირების კონკურსი ფიზიკის მასწავლებელთათვის
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს მასწავლებელს ან პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ფიზიკის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, და რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ გაკვეთილის პრეზენტაციას.
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს...