CERN-ში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები
2018 წლის 23 მარტს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება.
გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ტარიელ ებრალიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; ნუგზარ მოსულიშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; მადონა ჯაიანი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი; ირმა მახარაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრება) შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული: დონარი გეგიძე - (სსიპ ბათუმის №18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); დიმიტრი ბერია (სსიპ ბათუმის №14 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი) - მარინე გობაძე (სსიპ ბათუმის №9 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი).
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 8-14 აპრილს.