თბილისელ ექსპერტთა მასტერ-კლასები ბათუმის მასწავლებლის სახლში

2018 წლის 28-29 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა მასტერ კლასები უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სამოქალაქო განათლებისა და ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის. 
ინგლისური ენის მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნონა პოპიაშვილი. 
მასტერ კლასის შედეგად: მონაწილეებმა დაგეგმეს სასწავლო პროექტი ინგლისური ენის გაკვეთილისათვის პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების გათვალისწინებით; დაგეგმეს პროექტები კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით; შეარჩიეს ავთენტურI შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენეს განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას; ასევე გამოიყენეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ელექტრონული რესურსები პროექტების დაგეგმვისა და წარმართვისას.
რუსული ენის მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნინო ფეტვიაშვილი. 
მასტერკლასის შედეგად: მონაწილეებმა პრაქტიკულად შექმნეს რამდენიმე სასწავლო რესურსი და განახორციელეს მათი შეფასება შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით; გაეცნენ წრეების, კლუბების და გაწეული მუშაობის დოკუმენტაციის გაფორმების სპეციფიკას; მიიღებენ რეკომენდაციები მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო განათლების მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნინო გვარამაძე. 
მასტერ-კლასის შედეგად: მონაწილეები გაეცნენ არგუმენტაციის მეთოდებსა და სახეებს, არგუმენტის შექმნის იდეას; გაიაზრეს თუ რომელი მეთოდი როგორ უწყობს ხელს არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებას; გააცნობიერეს არგუმენტირებული მსჯელობის საჭიროება პროექტებით სწავლების სხვადასხვა ეტაპზე; გაეცნენ დილემური სწავლების მეთოდს.
ბიოლოგიის მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი მაია ზიბზიბაძე.
მასტერკლასის შედეგად მონაწილეები შეძლებენ: დაასაბუთონ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა; განასხვავონ სხვადასხვა ტიპის დავალებები/აქტივობები აღნიშნული მიდგომის ფარგლებში და განსაზღვრონ რომელია საჭირო კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად; შეაფასონ სხვადასხვა დავალება/აქტივობა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში; გამოიყენონ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა სასაწავლო პროცესში.
მასტერკლასები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. მათ დაურიგდათ  საჭირო სამუშაო ფურცლები. 
მასტერ კლასის მიზნობრივი ჯგუფი ბიოლოგიის მოქმედი მასწავლებლებია.
მასტერ-კლასის ხანგრძლივობა არის 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრულია 20 მსმენელით. 
29 აპრილს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - გიული მიქელაძე, თინათინ ციცხვაია და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.